top of page

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 20.10.2023

პირადი ინფორმაციის დამუშავება და კონფინდეციალობის პოლიტიკა

კომპანია: შპს „გუდაური მაუნთინ რეზორთ“

საიდენტიფიკაციო კოდი: 406444646

იურიდიული მისამართი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #59 / ლეხ კაჩინსკის ქ. #4,

ელ. ფოსტა: info@gudauriski.ge

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაცნობებთ პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „გუდაური მაუნთინ რეზორთ“ (შემდგომ ტექსტში „კომპანია“ ან/და ჩვენ) არსებულ დაცვის მექანიზმებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს მომხმარებლისთვის (შემდგომში „თქვენთვის”) ვებ-გვერდით სარგებლობისა და სასტუმროს მომსახურების გაწევის პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში, პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა, თქვენი საცხოვრებელი ქვეყანა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეიყვანება თქვენ მიერ კომპანიის საიტზე ჯავშნის ფორმის შევსებისას. თქვენი თანხმობა პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე გვაძლევს შემდეგ შესაძლებლობებს:

  • გაგიწიოთ სასტუმროს მომსახურება;

  • განვახორციელოთ დროული, ხარისხიანი და სწრაფი უკუკავშირი;

  • განვახორციელოთ მარკეტინგული მოქმედებები საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

 

სატელეფონო უკუკავშირი

თქვენი უსაფრთხოებისათვის, თქვენთვის მისაწოდებელი მომსახურების გაუმჯობესებისა და ოპერატიული რეაგირების (დროული უკუკავშირი და პრობლემის ეფექტური გადაჭრა) მიზნებისთვის კომპანია შეიძლება ახორციელდებდესქოლ-ცენტრში შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერას, შენახვასა და დამუშავებას. მსგავსი ინფორმაციის დამუშავების შემთხვევაში თქვენ აღნიშნული გეცნობებათ ზარის წამოწყებისას ავტომოპასუხის ხმოვანი ჩანაწერის მეშვეობით.

 

თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად., კომპანია იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემის უსაფრთხოებასა და მის დაცვაზე, ამასთანავე, არ გამოიყენებს მას არამართლზომიერად. თქვენ უფლებამოსილი ხართ ისარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი მარეგულირებელი ან/და სასამართლოს გადაწყვეტილებით გავუზიაროთ  თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ პირებს/ორგანოებს.

 

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია: 

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;

  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;

  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;

  • ვისზე გაიცა მონაცემები;

  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;

  • ჩვენი ვებ-გვერდით (www.gudaurski.ge) სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;

  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ხარვეზებისა და პრეტენზიების აღმოსაფხვრელად;

  • კომპანიაში განახლებული მონაცემების, მომსახურებების და სხვა სიახლეების შეტყობინებისთვის;

  • შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;

  • მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის;

  • მარკეტინგული და სხვა ტიპის აქტივობების განსახორციელებლად;

  • მომხმარებლის მიერ შესრულებული ჯავშნების ან/და მომსახურების დეტალების  მისაწოდებლად;

  • კომპანიის ვებ-გვერდის არამართლზომიერი გამოყენების შესაზღუდად/წინასწარი ზომების მისაღებად;

  • მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

  • ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

  • კომპანიის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად;

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად.

 

წინამდებარე დებულების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს სხვა კანონით აუკრძალავ საფუძვლებს.

 

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა 

კომპანია ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობით გათვალისწინეული წესით და კომპანიის შიდა პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის საჭირო ვადით.

 

გადახდის მეთოდები

ჩვენს საიტზე მოცემული გარკვეულ სერვისებზე თანხის გადახდისას არ ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. გადახდის დროს თქვენი პერსონალური და ფინანსური მონაცემები დამუშავდება შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, რომლის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა, აგრეთვე მომსახურების სტანდარტული პირობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებ-გვერდზე. 

 

„მზა ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა 

შპს „გუდაური სქი რეზორთ“ იყენებს cookies სტანდარტული წესით, რათა შევისწავლოთ მომხმარებელთა ქცევა ჩვენს ვებ-საიტზე, გავაუმჯობესოთ/დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და ვაწარმოოთ ეფექტიანი კომუნიკაცია. Cookies არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც ინახება საიტის ვიზიტორის მოწყობილობებში (კომპიუტერი, მობილური, პლანშეტი და ა.შ.). ე.წ. „მზა ჩანაწერების“ გამოყენება კომპანიას ეხმარება შემდეგი მიზნების მისაღზევად:

  • სავალდებულო ქუქი: ქუქი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ვებ-გვერდის  ჯეროვანი მუშაობისთვის.

  • ანალიტიკური ქუქი: წინამდებარე  ქუქი გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ და დავითვალოთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ვნახოთ რამდენი ვიზიტორი სტუმრობს ვებ-გვერდის  სხვადასხვა სექციას. ეს გვეხმარება ვებ-გვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და დახვეწაში, რათა თქვენი გამოცდილება ჩვენს ვებ-გვერდზე იყოს მარტივი და სასიამოვნო. 

  • ფუნქციონალური ქუქი: წინამდებარე  ქუქი გამოიყენება თქვენს დასაიდენტიფიცირებლად ვებ-გვერდზე  განმეორებით დაბრუნების შემთხვევაში. ის გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ თქვენი პრეფერენციების შესაბამისი კონტენტი. 

  • მარკეტინგის ქუქი: წინამდებარე ქუქი იმახსოვრებს თქვენს ვიზიტს საიტზე, იმ სექციებს  რომლებსაც ესტუმრეთ და ლინკებს რომლებიც გახსენით. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ იმისთვის რომ ჩვენი რეკლამები თქვენს ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გავხადოთ. 

 

საიტზე შესვლისას თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ „მზა ჩანაწერების“ წესებს. არ დათანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი გამოცდილება ვებ-საიტზე იყოს ლიმიტირებული - მაგალითისთვის, თქვენ არ გექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად ჩამოტვირთოთ ფაილები ან/და სხვა სახის ინფორმაცია ან არ გქონდეთ წვდომა კონკრეტულ ფუნქციონალებთან. ასევე პერსონალურ მონაცემებთან წვდომაზე უფლების დაშვების გარეშე თქვენ ვერ განახორციელებთ ჯავშნებს ვებ-გვერდის შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით.   

bottom of page