top of page
Gudauri Alpic Room

სასტუმრო ალპიკი

თხილამურების და სნოუბორდის მოყვარულებს გელოდებით სასტუმრო ალპიკში!

"ალპიკის" უნიკალური მდებარეობა საშუალებას იძლევა ისიამოვნოთ კომფორტული Ski-in/Ski-out კონცეფციით და შეუფერხებლად მისრიალდეთ სათხილამურო საბაგირომდე, ასევე პირდაპირ სათხილამურო ტრასიდან დაბრუნდეთ სასტუმროს კომფორტულ ოთახებში.

სასტუმროს ნებისმიერ აპარტამენტში თქვენ დაგხვდებათ

  • კომფორტული ორადგილიანი საწოლი და გასაშლელი დივანი (საწოლი) დამატებითი პერსონისთვის.

  • აპარტამენტის ქირაობისას თქვენ უფასოდ მიიღებთ თხილამურების შესანახ ინდივიდუალურ კარადას.

  • სრულად კეთლმოწყობილი სამზარეულო: მაცივარი, ელექტრო ჩაიდანი და ჭურჭელი.

  • ყველა აპარტამენტს გააჩნია თავისი აივანი საიდანაც იშლება კავკასიონის თვალწარმტაცი ხედები.

  • ოთახში დაგხვდებათ დივანი, სმარტ ტელევიზორი პოპულარული სტრიმინგის სერვისებით.

  • უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi ინტერნეტი.

  • სააბაზანო საშხაპით, ფენით, ხალათებით, პირსახოცებით და სხვა აუცილებელი ჰიგიენის საშუალებებით.

  • ყველა ოთახი აღჭურვილია კვამლის დეტექტორით.

  • სასტუმროს შენობის გარე და შიდა პერიმტერზე მიმდინარეობს მუდმივი ვიდეო-აუდიო მონიტორინგი.

  • მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ ფასიანი ინიდივიდუალური დახურული პარკინგით

"ახალი გუდაურის" კეთილმოწყობილი უბანი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ არა მხოლოდ სათხილამურო სპორტის მოყვარულებმა, არამედ მიიღოთ სიამოვნება სხვა აქტივობებითაც. სასტუმრო "ალპიკის" ტერიტორიაზე მდებარეობს ყინულის მოედანი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 

 

"ახალი გუდაურის" ტერიტორიაზე შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები. უბანში შეგიძლიათ იქირავოთ როგორც სრული სათხილამურო აღჭურვილობა ასევე თოვლის ბურანები, კვადროციკლები, ციგები და დაკავდეთ სხვა გასართობი აქტივობებით.

დატვირთული კვირის შემდეგ სასტუმრო "ალპიკი" საუკეთესო ადგილია რათა განიტვირთოთ, როგორც აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ასევე მშვიდი გარემოს შესაქმნელად.

დაჯავშნე ახლავე

bottom of page