top of page

სასტუმროს პოლიტიკა

ბოლო განახლება: 20.10.2023

  1. თანხმობა წესებსა და მათ ცვლილებებზე

    1. წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „სასტუმროს პოლიტიკა“ ან „წესები“) „წესებსა და პირობებთან“ და
      „კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან“ ერთად ასახავს სტუმრების მოსალოდნელ ქცევას ჩვენს სასტუმროში ყოფნის პერიოდში. ეს გაიდლაინები შექმნილია იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო, კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება ყველა სტუმრისთვის.

    2. ვებ-გვერდით www.gudauriski.ge დაჯავშნის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით სასტუმროს პოლიტიკას,  ადასტურებთ რომ ის აშკარაა და არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს.

    3. ვებ-გვერდზე ყოველი ახალი წამოწყებული სესიით თქვენ ეთანხმებით შეცვლილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წესებს.

 

  1. რეზერვაციები და ჯავშნები

    1. რეზერვაციებისა და ჯავშნების განხორციელება შესაძლებელია ვებ-გვერდის, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით.

 

  1. შესვლის დრო (Check-in)

    1. სასტუმროში შესვლის პროცესი (შემდგომში „ჩექ-ინი“) ხორციელდება ადგილზე  სასტუმროს შესაბამისი წარმომადგენლების დახმარებით ან უკონტაქტო ავტომატური პროცესის საშუალებით.

    2. სტუმრები ჩექ-ინის გავლისას ვალდებულები არიან წარადგინონ ვალიდური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯავშნის ID ნომერი.

    3. სასტუმრო იტოვებს უფლებას აღრიცხოს გამოუცხადებლობა, იმ შემთხვევაში თუ წარდგენილია არავალიდური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან არასწორი ჯავშნის ID ნომერი.

    4. სასტუმრო უფლებამოსილია გადაიღოს სტუმრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები აღრიცხვის მიზნით. ნებისმიერი შეგროვებული პერსონალური მონაცემი დამუშავდება ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად.

    5. ჯავშნის თანხის წინასწარ გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუმარი ვალდებულია გადაიხადოს სრული თანხა ნაღდი ფულით ჩექ-ინის დროს.

    6. ოთახის გასაღებები, ნებისმიერი დამატებითი მომსახურების გასაღებებთან ერთად (მაგ. სათხილამურო დეპო), სტუმარს მიეწოდება ჩექ-ინის დროს. უკონტაქტო რეგისტრაციისთვის, სტუმრები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც ექნებათ წვდომა ყუთთან, სადაც განთავსებულია მათი ოთახისა და დამატებითი მომსახურების გასაღებები.

    7. ინფორმაცია ჩექ-ინის და გვიანი ჩექ-ინის პროცედურების შესახებ გაწერილია „წესებსა და პირობებში“.

 

  1. თანხის გადახდის პოლიტიკა

    1. ნებისმიერი თანხის გადახდა, რომელიც არ არის შესრულებული დისტანციურად ან საბანკო გადარიცხვით, უნდა შესრულდეთ ნაღდი ფულით.

    2. ჯავშნის სრული თანხის გადახდა აუცილებელია ჩექ-ინამდე.

    3. ნებისმიერი დამატებითი გადასახადი ან მომსახურების საფასური ეცნობება სტუმარს მოთხოვნისთანავე.

 

  1. ოთახის ტევადობა და ვიზიტორები

    1. სტუმრები ვალდებულები არიან დაიცვან ჯავშნის ფორმაში მითითებული ოთახის ტევადობის ლიმიტი.

    2. ვიზიტორები ოთახებში დაიშვებიან 22:00 საათამდე. დამატებითი სტუმრები არ დაიშვებიან ღამის გასათევად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდილია დამატებითი ადამიანისთვის გათვალისწინებული გადასახადი.

 

  1. კეთილმოწყობა და მომსახურებები

    1. Wi-Fi ხელმისაწვდომია მთელ სასტუმროში.

    2. ოთახის დასუფთავების დამატებითი ფასიანი მომსახურება არის ხელმისაწვდომი ყოველ დღე 18:00 საათამდე:

      1. მოთხოვნის შემთხვევაში ოთახის საბაზისო/ძირითადი დასუფთავებისა და დალაგების (არ მოიცავს საწოლის თეთრეულის, პირსახოცების, ხალათებისა და აბაზანის კეთილმოწყობის გამოცვლას) ღირებულება შეადგენს 40 ეროვნულ ლარს (GEL).

      2.  მოთხოვნის შემთხვევაში ოთახის ყოველხმრივი დასუფთავებისა და დალაგების (მოიცავს საწოლის თეთრეულის, პირსახოცების, ხალათებისა და აბაზანის კეთილმოწყობის გამოცვლას)  ღირებულება შეადგენს 60 ეროვნულ ლარს (GEL).

    3. უფასო საზოგადოებრივი პარკინგი ხელმისაწვდომია სასტუმროს შენობის გარშემო გამოყოფილ ადგილებში.

    4. მოთხოვნის შემთხვევაში, კერძო მიწისქვეშა პარკინგით სარგებლობა შესაძლებელია დამატებითი გადასახადის გადახდით.

    5. სასტუმრო გთავაზობთ 24/7 კონსიერჟის მომსახურებას, რომელიც მდებარეობს სასტომროს ფოიეში. მოცემული მომსახურების საფასურს მოიცავს ოთახის ჯავშნის თანხა.

 

  1. უსაფრთხოება

    1. გაძლიერებული უსაფრთხოებისთვის სასტუმროს გარე პერიმეტრი და საერთო ტერიტორიები კონტროლდება 24/7 აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობით.

    2. სასტუმრო არ იღებს პასუხისმგებლობას ოთახებში უყურადღებოდ დარჩენილ ძვირფასეულობაზე.

    3. სასტუმრო არ არის პასუხისმგებელი სასტუმროს ოთახებში ან სასტუმროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ ძვირფასეულობაზე. ოთახებში ნაპოვნი ყველა ნივთი განხილული იქნება „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების პოლიტიკის“ შესაბამისად, რომელიც მოცემულია აქ.

    4. სასტუმროს სტუმრების უსაფრთხოების მიზნით თითოეული ოთახი აღჭურვილია კვამლის დეტექტორებითა და კვამლის სიგნალიზაციის სისტემებით.

 

  1. ხმაურისა და ქცევის ნორმები

    1. ხმაურის დონე უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ წესებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. წინამდებარე რეგულაციებიდან ნებისმიერმა გადახვევამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.

    2. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არის მკაცრად აკრძალული და შესაძლოა გამოიწვიოს სასტუმროს მიერ სტუმრისთვის ოთახის დატოვების მოთხოვნა თანხის დაბრუნების გარეშე.

    3. მოწევა სასტუმროს ოთახში ან სასტუმროს შენობის ნებისმიერ ტერიტორიაზე არის მკაცრად აკრძალული, როგორც სასტუმროს შინაგანაწესით, ისევე საქართველოს კანონმდებლობით. ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სტუმარს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის (GEL) ოდენობით.

    4. მოწევა დაშვებულია მხოლოდ სასტუმორ შენობის გარეთ განსაზღვრულ   ღია სივრცეებში და სასტუმროს ოთახის ღია აივნებზე.
       

  2. შინაური ცხოველების პოლიტიკა

    1. შინაური ცხოველები სასტუმროში არ დაიშვებიან.

 

  1. გასვლის დრო (Check Out)

    1. სასტუმროდან გამოსვლის პროცესი (შემდგომში „ჩექ-აუთი“) ხორციელდება ადგილზე  სასტუმროს შესაბამისი წარმომადგენლების დახმარებით ან უკონტაქტო ავტომატური პროცესის საშუალებით.

    2. ჩექ-აუთის  დროს მოწმდება ოთახისა და ოთახში განთავსებული აღჭურვილობების მდგომარეობა.

    3. ადგილზე ჩექ-აუთის დროს, სტუმრები ვალდებულები არიან დააბრუნონ ოთახის გასაღებები, ნებისმიერი დამატებითი მომსახურების გასაღებებთან ერთად (მაგ. სათხილამურო დეპო) სასტუმროს წარმომადგენელთან. ავტომატური ჩექ-აუთის დროს ზემოთხსენებული გასაღებები უნდა განთავსდეს განსაზღვრულ გასაღებების ყუთში, რომელიც მდებარეობს ოთახის გარეთ. ყუთში განთავსების შემდგომ, სტუმრები ვალდებულნი არიან ჩაკეტონ ყუთი შემთხვევითი უსაფრთხოების კოდის მეშვეობით.

    4. ინფორმაცია ჩექ-აუთის და გვიანი ჩექ-აუთის პროცედურების შესახებ გაწერილია „წესებსა და პირობებში“.

 

  1. დაზიანება და ინციდენტები

    1. სტუმრები პასუხისმგებლები არიან ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მიადგა სასტუმროს საკუთრებას.

    2. სამზარეულოს ჭურჭლის, თეფშების, ჭიქების, ქოთნების ან სხვა  ნივთების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ასევე მცირე ოთახის ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 10 ლარის (GEL) ოდენობით.

    3. საწოლის ზეწრების, პირსახოცების, ხალათების, ფარდების ან ოთახის სხვა აღჭურვილობისა და ნივთების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის (GEL) ოდენობით.

    4. ოთახის ძირითადი ელემენტების, ავეჯის ან ელექტრონული მოწყობილობების ნებისმიერი დაზიანება ან დაკარგვა გამოიწვევს მნიშვნელოვან ჯარიმას, რომელიც შეფასდება ყოველი დაზიანების ხასითიდან გამომდინარე.

    5. ნებისმიერი დამდგარი ზიანის საფასურის ანაზღაურების ვალდებულება სტუმარს წარმოეშობა შემთხვევის დაფიქსირების ან ჩექ-აუთის დროს. თუ სტუმრის მიერ უსაფრთხოების დეპოზიტი არის განთავსებული, დამდგარი ზიანის ღირებულება გამოიქვითება მოცემული დეპოზიტიდან. თუ დეპოზიტი არასაკმარისია ზიანის ასანაზღაურებლად, სტუმრისგან მოითხოვება დამატებითი გადასახადი.

 

  1. სასტუმროს მომსახურე პერსონალთან კომუნიკაცია

    1. სტუმრებს შეუძლიათ კომუნიკაცია დაამყარონ სასტუმროს მომსახურე პერსონალთან სატელეფონო ან ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით. საკონტაქტო დეტალები თითოეულ სტუმარს მიეწოდება სტუმრის მისალმების სპეციალურ შეტყობინებაში (Welcome Letter).

 

  1. გარემოსდაცვითი პოლიტიკა

    1. სტუმრები მიიღებენ შეტყობინებებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი გარემოს დაცვის სიფრთხილის ზომები, რაც ხელს უწყობს სასტუმროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაცვას.

    2. სასტუმრო რეკომენდაციას უწევს სასტუმროს ოთახიდან გამოსვლისას ელექტროენერგიის გამორთვას.

    3. სასტუმრო ურჩევს სტუმრებს სასტუმროს ოთახიდან გასვლამდე დარწმუნდნენ, რომ წყალი გამორთულია.

    4. სასტუმრო სტუმრებს სთხოვს ოთახიდან გასვლამდე დახურონ ყველა ფანჯარა და აივნის კარი, გარდა აუცილებელი ვენტილაციისა.

 

  1. დაკარგული და ნაპოვნი ნივთების პოლიტიკა

    1. სტუმრები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ შეატყობინონ სასტუმროს პერსონალს მათ ოთახში ნაპოვნი ნებისმიერი პირადი ნივთის შესახებ, რომელიც მათ არ ეკუთვნით.

    2. ძვირფასეულობის აღმოჩენის შემთხვევაში, სასტუმრო შეატყობინებს წინა სტუმარს, რომელიც ოთახს იკავებდა. მოცემული შეტყობინება განხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილით ნივთის მფლობელის კონფიდენციალურობის დასაცავად.

    3. სასტუმრო იტოვებს უფლებას გაანადგუროს დაბალი ღირებულების ნივთები, რომლებიც აღმოჩენილია ოთახის დასუფთავების დროს.

    4. დაკარგულ ძვირფასეულობას სასტუმრო შეინარჩუნებს ერთი თვის განმავლობაში.

    5. დაკარგული ძვირფასეულობა შეიძლება დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ მფლობელს პირადად ან საფოსტო სერვისის საშუალებით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდა ეკისრება მფლობელს.

bottom of page